თავში

რუსეთი NATO-ს მასშტაბურ სწავლებაზე მკაცრ რეაგირებას აანონსებს

რუსეთი NATO-ს მასშტაბურ სწავლებაზე მკაცრ რეაგირებას აანონსებს
რუსეთი NATO-ს  მასშტაბურ სწავლებაზე მკაცრ რეაგირებას აანონსებს

რუსეთს NATO-ს სამხედრო სწავლებაზე რეაგირება ექნება, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა "Российская газета-სთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

ლავროვი NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, წელს ალიანსის ფართომასშტაბიანი სწავლება - Defender Europe 2020-ის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას 20 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მიღებს და რომელიც, სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება გვექნება. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესების იგნორირება, რომლებიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას, მაგრამ რეაგირება გვექნება იმ სახით, რომ ამან არ შექმნას არასაჭირო რისკები“ ,- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ნატო ერთობლივ სწავლებაში, ევროკავშირში გაწევრიანების მოტივით, ნეიტრალურ ქვეყნებს „ითრევს“, როგორებიც არის ფინეთი, შვედეთი.

NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში „სამხედრო შენგენის“ ტერმინი მოიგონეს, რომელიც ყველა სატრანსპორტო კვანძის მოდერნიზებას გულისხმობს, ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრების ჩათვლით ისე, რომ ყველაზე მსხვილმა სამხედრო ტექნიკამ შეძლოს გაიაროს აღმოსავლეთ საზღვრამდე. ვფიქრობ, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის გასაგებად, რამდენად სახიფათოა ეს თამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

წვრთნებში Defender Europe 2020, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს, 18 ქვეყნიდან 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მაისსა და ივნისში გერმანიის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system