ანტირასისტული აქცია ლონდონში პოლიციას დაუპირისპირდა

Reuters-ის ცნობით, ანტირასისტული საპროტესტო აქცია ლონდონში ცხენოსან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გამოცემის ცნობით, შაბათის მშვიდი დღე მაშინ დაირღვა, როდესაც ბორის ჯონსონის რეზიდენციასთან, "დაუნინგ სთრითზე" დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პოლიციას ბოთლები ესროლა. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებს პოლიციამ უკან დახევა აიძულა.

ლონდონის ანტირასისტულ აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ფართომასშტაბიანმა აქციამ დღეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, საპროტესტო მარშით ჩაიარა.

მსოფლიო მაშტაბით რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მსოფლიოს საპროტესტო ტალღა სლოგანით - “Black Lives Matter” მას შემდეგ აგორდა, რაც 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.