აშშ-მ, შესაძლოა, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის კადრები გამოაქვეყნოს

აშშ-მ, შესაძლოა, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის კადრები გამოაქვეყნოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის კადრები, შესაძლოა, გამოქვეყნდეს.

მისი თქმით, თეთრი სახლი ამ ვარიანტს განიხილავს.

"ჩვენ, შესაძლოა, რამდენიმე ნაწილი ავიღოთ და გამოვაქვეყნოთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.