თავში

მსოფლიო "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის დადასტურებას ელოდება

ლიდერის ლიკვიდაციის დადასტურებას ელოდება
მსოფლიო ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციის დადასტურებას ელოდება

დონალდ ტრამპი 17:00 (თბილისის დროით) საათზე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მედია წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უნდა დაადასტუროს.

ამ ვარაუდს ამყარებს „როიტერის“ ინტერვიუ ირანის მთავრობის წარმომადგენელთან, რომელიც ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებულია.

„ინფორმაცია სირიის მთავრობის წევრებისგან მივიღეთ, რომლებიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ“, – განაცხადეს თეირანში.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით, პენტაგონმა სანდო ცნობების მიღების შედეგ, სირიის პროვინცია იდლიბში ოპერაცია ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკვე აცნობა თეთრ სახლს, რომ რეიდის შედეგად ერთ-ერთი ლიდერია ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოჩნდა, თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system