ჩეხეთში ქარიშხლის შედეგად 300 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ჩეხეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 300 000-მდე საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას ČTK ავრცელებს.

გუშინ ღამე მაშველები 3500-მდე გამოძახებაზე გავიდნენ.

ქარმა ყველაზე ჩეხეთის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილი დააზარალა. დაზიანებულია სახურავები, დამტვრეული და მთლიანად წაქცეულია ხეები.

ძირს დავარდნილი ტოტების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. 

ცნობისთვის, უამინდობამ პრობლემები გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში შექმნა.

ნიდერლანდებში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მატარებლების მოძრაობა შეწყდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი ძლიერი ქარის გამო 250 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პოლონეთში შტორმ "ავრორას" შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.