დანიაში "ომიკრონის" 260-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

დანიაში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 260-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტზე დაყრდნობით DPA ავრცელებს.

ქვეყანაში ამ დროისთვის "ომიკრონის" 261 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული. ერთი დღით ადრე ცნობილი იყო 183 პაციენტის შესახებ.

"ომიკრონით" ინფიცირებული პირველი 2 პაციენტი სამხრეთ აფრიკიდან 28 ნოემბერს დაბრუნდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.