აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ ძაღლის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტუნელში შეაღწია, სადაც ლიდერი იმალებოდა.
ძაღლი მსუბუქად დაიჭრა, როდესაც ალ-ბაღდადიმ თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა.
ძაღლის სახელი არ ჟღერდება, რადგან ეს საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს.
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.