ემანუელ მაკრონმა ტელეფონი და ნომერი შეიცვალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონი და ნომერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის საშუალებით მიყურადების ობიექტი ყოფილიყო. ინფორმაციას BBC იუწყება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონმა ასევე უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვა ბრძანა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ტელეფონი, შესაძლოა, პროგრამა Pegasus-ის დახმარებით მის მოსასმენად ყოფილიყო გამოყენებული.

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფირმა NSO Group-ის მიერ შემუშავებული ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის გამოყენებით, ავტორიტარულმა მთავრობებმა და სხვადასხვა სადაზვერვო უწყებებმა წლების მანძილზე ასობით ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის თვალთვალი შეძლეს. დამოუკიდებელ IT ექსპერტებს გადაეცათ 44 შემთხვევით შერჩეული ჩანაწერი, რომელთაგან 37-ში ჯაშუშური პროგრამის კვალი გამოვლინდა.

20 ივლისს პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში შექმნილი, ელექტრონული ჯაშუშობის სისტემა Pegasus-ის გამოყენებით ფრანგ ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ