ევროკავშირის შემდეგ რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს ევროკავშირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლონდონის სასანქციო სიაში იგივე პირები მოხვდნენ, ვისაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ შორის არიან: რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და სხვები.

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.