ირანმა გადაწყვეტილება შეცვალა - შავი ყუთები უკრაინას არ გაეგზავნება

ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს აღარ გადასცემს და თავად გააანალიზებს იქ არსებულ ინფორმაციას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა საპირისპირო ცნობა, რომლის მიხედვითაც, შავი ყუთები უკრაინაში გაიგზავნებოდა. გამოითქვა მზადყოფნა მასალის გაშიფრვაში საფრანგეთის, კანადისა და აშშ-ს ექსპერტების ჩართვისათვისაც.

„ვცდილობთ გავაანალიზოთ შავი ყუთის მონაცემები აქ, ირანში. სხვა შესაძლებლობებად უკრაინა და საფრანგეთის განიხილება. თუმცა, მათი სხვა ქვეყანაში გაგზავნის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ინცინდენტების გამოძიების სამსახურის უფროსმა, ჰასან რეზაიფარმა დღეს.

საფრანგეთის საავიაციო შემთხვევების სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ყუთების გაანალიზებაში მონაწილეობისათვის ოფიციალური თხოვნა ჯერ არ მიუღია.