კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი პოლიტიკოსი დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის წევრი მაჰმუდ სადეკი კორონავირუსით დაინფიცირდა. The New York Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავად კანონმდებელმა "ტვიტერზე" დაწერა.

მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

"ამის შესახებ ვაცხადებ და ვამბობ, რომ არ მაქვს იმის იმედი, რომ მომავალში ცხოვრებას გავაგრძელებ", - წერს პოლიტიკოსი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსს უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა.