თავში

ირანში კორონავირუსს უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

​ირანში კორონავირუსს უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში კორონავირუსს უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ბოლო ონფორმაციით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ AP წერს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფექცია 95 ადამიანს დაუდასტურდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ავიამიმოსვლას ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო "WAM" ავრცელებს. აკრძალვები გავლენას ყველაზე მეტად იქონიებს "Emirates flydubai– ის" სამგზავრო და სატვირთო ფრენებზე, "Air Arabia-ს" მომხმარებლებზე, რომლებიც შარჯადან დაფრინავენ და ასევე "Iranian airlines-ზე". ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ცვლილებები არ შეეხება, თეირანია. 

12:08 

კორონავირუსით დაავადებული ირანის კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters წერს. ამგვარად, დაღუპულთა რიცხვმა 14 შეადგინა.

"ტესტებმა აჩვენა, რომ მათ ახალი ტიპის კორონავირუსი ჰქონდათ", - განაცხადეს სავეს სამედიცინო უნივერსიტეტში. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს აღწევს.

24 თებერვლას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში კორონავირუსით 50 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system