თავში

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მზადაა, თანამდებობა დატოვოს - განახლებულია

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მზადაა, თანამდებობა დატოვო
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მზადაა, თანამდებობა დატოვოს - განახლებულია

ქალაქ ყუმში კორონავირუსით 50 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაჯ ჰარირჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებულთა რიცხვმა, შესაძლოა, 60 ადამიანი შეადგინოს.

"თქვეს, რომ 50 დაიღუპა. წერილობით, ოფიციალურად დაგვისახელეთ მათი სახელები. პირდაპირ ვიტყვი, რომ თუკი ყუმში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი ამის ნახევარს, ან მეოთხედს შეადგენს, მე გადავდგები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

14:30 

ირანელი დეპუტატი აჰმად ამირაბადი ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 47-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის 12 ადამიანი დაიღუპა. 

აჰმად ამირაბადის თქმით, რომ ჯანდაცვის მინისტრის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და ვირუსი ყუმში 3 კვირის წინ აღმოაჩინეს.

პარლამენტარის თქმით, სიტუაცია ქალაქში კრიტიკულია.

დეპუტატი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ The Guardian წერს. 

12:50  

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 47-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასადულა აბასიმ განაცხადა.

"ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდგინდა, 12 გარდაიცვლა", - განაცხადა აბასიმ.

ლეტალური შემთხვევები პროვინცია ყუმის, მარკაზის და მაზენდერანის პროვინციებშია დაფიქსირებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2592-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 24734 ადამიანი. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77150-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 150 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system