მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 153 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 153 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 153 081 313 შემთხვევა გამოვლინდა, 3 206 509 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 89 792 180 - გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი დაწესდა.