აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი მოადგილე ლიკვიდირებულია.
„ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოადგილე ნომერი ერთი ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს. სავარაუდოდ, მას უმაღლესი პოსტი უნდა დაეკავებინა. ახლა ისიც მკვდარია“, - წერს აშშ-ს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.