ტრამპი რესპუბლიკელების კონგრესზე სიტყვით თეთრ სახლში გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კონგრესზე სიტყვით, შესაძლოა, თეთრი სახლიდან გამოვიდეს. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ ვფიქრობთ ამაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ყველაზე მარტივი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.

კონგრესზე ასევე დაგეგმილია რესპუბლიკელი კონგრესმენების მეთ ჰერცისა და ჯიმ ჯორდანის სიტყვით გამოსვლა, თუმცა სად მოხდება ეს ჯერ უცნობია. ტრამპის თქმით, პარტიული კონგრესისადმი მიმართვას იგი თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში გააკეთებს. "თუ ვინმეს რაიმე პრობლემა ექნება ამასთან დაკავშირებით, შემიძლია სადმე სხვაგანაც წავიდე", - განაცხადა ტრამპმა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სამხრეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში 24-27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონაპანდემიის გამო მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღონისძიება შესაძლოა ფლორიდაში გამართულიყო. დონალდ ტრამპის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა 27 აგვისტოს 15 000 ადამიანზე გათვლილ არენაზე   იგეგმებოდა.

დემოკრატების ყრილობა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში, ასევე აგვისტოშია დაგეგმილი.