თურქეთში კორონავირუსის 9 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 131 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 464 030 შემთხვევა გამოვლინდა, 25 736 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 348 309 - გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.