თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამჟამად სამედიცინო დახმარება 243 დაზარალებულს აღმოუცინეს. რვა პაციენტი რეანიმაციაშია, სამის მდგომარეობა მძიმეა. 15 პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მათ სიცოცხლეს აღარ ემუქრება.

მინისტრმა შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო უწოდა.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა.