ზელენსკიმ განმარტა რას ელოდება სააკაშვილისგან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან შედეგს უახლოეს თვეებში ელოდება.

" არ ველოდები სააკაშვილის დანიშვნის პოზიტიურ შედეგს მეორე დღიდანვე, თუმცა, შედეგი უახლოეს თვეებში უნდა იყოს",- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმითვე, სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში კორუფციასთან გამკლავება და საბაჟო რეფორმის წარმატებით განხორციელება მოახერხა.

7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.