თავდამსხმელი ,,საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში - VIDEO

ვრცელდება კადრები, რომელშიც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელის ქმედებებია ასახული. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა.

თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

გათავისუფლებული მძევლები კი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი დაახლოებით, 14:30 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.