აღმოსავლეთ საქართველოში ურბანული განახლების წერტილები ამ კვირაში შეირჩევა

"პროგამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ყველა ტენდერი გამოცხადებულია და შერჩეულია სარეაბილიტაციო არეალები, მალე აღმოსავლეთ საქართველოში გადავინაცვლებთ და შესაბამისად,მიმდინარე კვირის განმავლობაში,ფაქტობრივად სამოცდასამივე მუნიციპალიტეტს მოვიცავთ," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ისეთი მდებარეობები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენსსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„საკმაოდ ვრცელია შერჩეული არეალების ჩამონათვალი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის პირველი ეტაპი და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. უკვე გამოცხადებული ტენდერებიდან დღეს იხსნება შვიდი, რასაც ახალი გამოცხადებები მოჰყვება და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა უწყვეტ რეჟიმში განვითარდება. შედეგადგამოვლინდება გამარჯვებული საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით,წარმოადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას და ჩაერთვებიან სამშენებლო სამუშაოებში,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.