როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა სასათბურე მეურნეობას

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.

ბიზნესსაბჭო მთავრობას ურჩევს უცხოური კომპანიების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში გააქტიურდეს, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო-სამკერვალო, სასათბურე მეურნეობები.

ბიზნესსაბჭოს შეფასებით, სასურველია განსაკუთრებული მნიშვნელობა მივაქციოთ სასათბურე მეურნეობების განვითარებას, ევროპული (მაგალითისათვის ჰოლანდიური) ცონდისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. 

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" ურჩევს მთავრობას სასათბურე მეურნეობების დარგში დაქირავებულ იქნას ჰოლანდიელ ექსპერტთა ჯგუფი, ადგილობრივი მეწარმეფერმებისათვის ტრეინინგებისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი გრანტებით და პროგრამებით. 

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" მტკიცებით, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პროექტი, ყველა წინაპირობის შესაბამისად, იქნება წარმატებული.