თავში

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" რეკომენდაციები მთავრობას

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" რეკომენდაციები მთავრობას
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს რეკომენდაციები მთავრობას

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.

დოკუმენტი მოიცავს გასატარებელ ღონისძიებებს, ქვეყანაში სტრატეგიული დარგების, დასაქმებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის შესახებ.

ბიზნესგაერთიანების გათვლით, ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს ემუქრება, 2-3 წელს გაგრძელდება და წარმოქმნის როგორც ახალ გამოწვევებს, ასევე, შესაძლებლობებსაც.

ბიზნესსაბჭოს განმარტებით, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს მზადება ჩინეთიდან წარმოებების გადმოტანის მიმართულებით. ბიზნესგაერთიანება ვარაუდობს, რომ წარმოებების ე.წ. მიგრაციის პროცესი იქნება რთული და გრძელვადიანი.

"მთავრობას ვთავაზობთ 3 მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში ჩართულობისთვის. ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებას და ახალი საინვესტიციო პაკეტების წარდგენას:

● ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან;
● აშშ-სთან;
● ჩინეთთან;
● რეგიონის ქვეყნებთან (მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან)

მთავრობის ეფექტური მოქმედებისთვის პირველ რიგში,ვფიქრობთ საჭიროა ჩამოყალიბდეს ბიზნესის განვითარების საბჭო(Business Development Council), რომელიც დაკომპლექტდება მხოლოდ ლიმიტირებული წევრებით:

● პრემიერ-მინისტრი,
● ინფრასტრუქტურის მინისტრი;
● ეკონომიკის მინისტრი;
● ფინანსთა მინისტრი;
● სოფლის მეურნეობის მინისტრი;
● საგარეო საქმეთა მინისტრი;
● ჯანდაცვის მინისტრი;
● ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი;
● ბიზნესომბუდსმენი;
● სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის გუნდთან თანამშრომლობასთან ერთად, მონიტორინგის მისიას გაწევენ საბჭოში,
" - ვკითხულობთ დოკუმენდში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სრული მონიტორინგის და კოორდინაციის განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით „ბიზნესის განვითარების საბჭო“-ს უნდა დაექვემდებაროს „კოვიდ 19“-ის ფონდი, სადაც თავს მოიყრის ყველა ფინანსური დახმარება, მიღებული როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან, სხვა დონორებიდან და ადგილობრივი ბიზნესიდან, ხოლო თანხების ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე ბიზნეს საზოგადოებისთვის. 

ბიზნესგაერთიანების  აზრით, თანხების განკარგვასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ბიზნესის განვითარების საბჭომ“, რომლის სამუშაო გეგმა ზუსტად უნდა ჰქონდეს შემუშავებული დროისა და გამოწვევების შესაბამისად.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" მთავრობას საწყის ეტაპზე სთავზობს უცხოური კომპანიების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში გააქტიურდეს, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო-სამკერვალო, სასათბურე მეურნეობები.

 "აუცილებელია საქართველოში არსებული საწარმოების/მეურნეობების სრული ინვენტარიზაცია; საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად უნდა მოხდეს მათი შრომითი რესურსების და საწარმოო შესაძლებლობების ზუსტი მონაცემების მომზადება;  სამივე სექტორის წარმომადგენლებთან ცალკე ფორმატით უნდა მოხდეს მრგვალი მაგიდის ან ონლაინ ფორმატში განხილვა/დისკუსიები (მინიმუმ სამი განხილვა-მოსმენა), სანამ არ შემუშავდება კონკრეტული დარგის განვითარების გეგმა, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით; ამ განხილვების შემდგომ, მომზადდეს კონკრეტული საინვესტიციო პროექტები შემდეგი მიმართულებებით:

● მოქმედი კომპანიების წარმოების გაფართოება და გადაიარაღება;
● უცხოელ პარტნიორებთან ახალი ერთობლივი საწარმოების დაფუძნება;
● უცხოური შვილობილი კომპანიების დაარსება საქართველოში;
● განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გავზარდოთ უცხოელი პარტნიორების ინტერესი;
● სექტორების შესაბამისად საჭირო მომსახურე პერსონალის პროფესიული გადამზადება.

თავისთავად, საინვესტიციო პროექტების შედგენისას მითითებული იქნება საქართველოში საქმიანობის დაწყების უპირატესობები:

● პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები;
● შედარებით იაფი მუშახელი;
● ქვეყნის წამყვანი პოზიციები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში; ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობა;
● სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა მექანიზმები."
- აღნიშნულია "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" სარეკომენდაციო დოკომენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system