დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა განახლდება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება.

სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, ბრალდებული პროცესს დისტანციურად, ვიდეოზარით დაესწრება. 

დღევანდელ პროცესზე, ბრალდების სამი მოწმე, ექსპერტ-კრიმინალისტები დაიკითხებიან.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატი, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.