შსს ბანკზე თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყვარელში, ბანკზე თავდამსხმელის დაკავების კადრებს ავრცელებს. 

49 წლის შალვა მელიქიშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმესათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

შეიარაღებული მამაკაცი "საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა.

თავდამსხმელს 13 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი და დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შალვა მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლარის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მის მიმართ შსს-მ გამოძიება თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.