COVID-19-ის შემთხვევათა სტატისტიკა საქართველოში

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, ჯამში კი ინფიცირების 953 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 15, ხოლო საზღვარგარეთ - საქართველოს 16 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 202 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.