"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. 

მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების' ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო!", "წადით!"

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ.