კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 313 პაციენტი გამოჯანმრთელდ და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 72 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.