კორონავირუსის მორიგი რეკორდი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4619-ს შეადგენს.

სულ გარდაცვლილია 52 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.