კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 189-ით 231 385-მდე გაიზარდა.

გამოვლინდა ინფიცირების 1 236 შემთხვევა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 247 025-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 23 პაციენტი. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 916 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.