კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 608-ით 232 993-მდე გაიზარდა.

გამოვლინდა ინფიცირების 780 შემთხვევა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 247 805-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 17 პაციენტი. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 933 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.