კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 321 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოჯანმრთელდა 4 301 პაციენტი და საერთო რაოდენობა 133 511-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 42 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 504 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.