კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 306 პაციენტი და საერთო რაოდენობა 129 210-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 450 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 158 154-მდე გაიზარდა

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 462 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.