კრიტიკული ზრდა - საქართველოში COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 14 440-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 367-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 113 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.