საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა 323 ადამიანი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 3 011 257 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 72 647 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.