საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

ამ დროისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 917 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 776.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.