საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 048 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 104 732-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა

გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი და საერთო რაოდენობა 85 639-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 49 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 976 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.