საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 267 701 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 260 597 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 406 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16391, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10091, PCR ტესტით - 6300

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,37%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,4%

კარანტინის რეჟიმში - 253 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 813, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 232.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.