საქართველოში ბოლო 24 საათში 348 პირი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანმა დაამარცხა. 

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5235 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.