საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1 190-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.