საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 643-ით, ჯამში კი, 234 636-მდე გაიზარდა.

გამოვლინდა ინფიცირების 110 შემთხვევა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 247 915-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 25 პაციენტი. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.