საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-მდე გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2,421 პაციენტი და საერთო რაოდენობა 49 811-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2,911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 66 561-მდე გაიზარდა. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 566 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.