საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 003-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 9 003-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.