საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 124 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.