საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა124-ს შეადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.