საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 504 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 76 658-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი და საერთო რაოდენობა 58 674-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 33 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.