საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.

სულ გარდაცვლილია 72 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.