საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს.

სულ გარდაცვლილია 58 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.