საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 33 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.