საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 828-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 828 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

ქვეყანაში ოთხით გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა და 694 გახდა.

კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.